პროექტის შესახებ
2015-16 წლებში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქართული ტრადიციული გალობის მიმართულების ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა უნიკალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციების არქივებში დაცული ქართული საგალობლების საუკუნოვანი ხელნაწერი სანოტო მასალის სრულად გაციფრებას და ვებ-გვერდზე განთავსებას.
პროექტის მიზანია მკვლევართა და მუსიკოს-შემსრულებელთა ფართო წრეებისათვის ჩვენი უნიკალური საგანძურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზოგადად, ქართული მრავალხმიანობის აღდგენა, გავრცელება დაქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციაა. დღეისათვის, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიცაღინიშნება მუსიკოსთა თუ მეცნიერთა უდიდესი დაინტერესება ძველი ქართული სიმღერა-გალობით. ჩვენიკულტურის განვითარება-პოპულარიზაციის ეს პროცესი ძლიერ ფერხდებოდა იმის გამო, რომ ქართული მუსიკის ესწყაროები ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელი იყო.
ორი წლის განმავლობაში კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა (22 000-მდე გვერდი) და საქართველოს ეროვნული არქივის (2 000-მდე გვერდი) მასალები გაციფრდა. რაც შეეხება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელნაწერ წიგნებს (2 600-მდე გვერდი), ისინი 2010 წლამდე ფოლკლორის ცენტრის არქივის სამსახურის მიერ დასკანირდა და ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის პროგრამაში აიტვირთა. სულ, წინამდებარე ვებ-გვერდზე საგალობლების 25 000-მდე გვერდი ხელნაწერია PDF და ZIP ფორმატით განთავსებული. თითოეულ ხელნაწერ წიგნს ანოტაციების ფაილიც ახლავს თან.
გარდა სხვადასხვა ორგანიზაციებში დაცული მასალებისა, ვებ-გვერდი ითვალისწინებს კერძო კოლექციებში დაცული მასალების განთავსებასაც. ამ ეტაპზე, მონაცემთა ბაზაში განთავსებულია დავით მოლოდინაშვილის კრებული (111 გვ.) ბ-ნ ლუარსაბ ტოგონიძის პირადი არქივიდან.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (ყოფილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული არქივის მასალები სრულიად უფასოდ, და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მასალები მინიმალური ტარიფით გაციფრდა, რისთვისაც, ორგანიზაციების იმჟამინდელ ხელმძღვანელებს, ქ-ნ თეონა იაშვილსა და ბ-ნ ბუბა კუდავას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.
პროექტი არაკომერციულია და მასალის სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. გთხოვთ, მასალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვათ საავტორო უფლებები.